logo
ENG



ზელენსკი: უკრაინაში ამოქმედდება "მწამებელთა წიგნი"

08 ივნ 202209:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/mo3cq3y4vu09vo4.jpeg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ამოქმედდება "მწამებელთა წიგნი", რომელშიც დოკუმენტირებული იქნება ომის დამნაშავეები და კრიმინალები რუსული არმიიდან.

"ეს არის კონკრეტული ფაქტები კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც არიან დამნაშავეები უკრაინელების მიმართ ძალადობრივ დანაშაულებში. და ასეთი "მწამებელთა წიგნი" არის ერთ-ერთი საფუძველი არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო ჩამდენთა - საოკუპაციო ჯარის ჯარისკაცების, არამედ მათი მეთაურების პასუხისმგებლობისა, ვინც ბრძანებებს იძლეოდა. მათ, ვინც შესაძლებელი გახადა ყველაფერი, რაც გააკეთეს უკრაინაში. ბუჩაში, მარიუპოლში, ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა თემში, სადაც მათ მიაღწიეს."- თქვა ზელენსკიმ. 

23 მაისს, უკრაინის პროკურატურამ 21 წლის რუს ჯარისკაცს, ვადიმ შიშიმარინის, ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსი ჯარისკაცი სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობის გამო გაასამართლეს. 

სამხედრომ აღიარა, რომ მოქალაქე მოკლა, თუმცა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ბრძანების მიხედვით მოქმედებდა და მოკლულის მეუღლისგან პატიება ითხოვა.


close დახურვა